"ჩვენ აქედან ვიტყვით ჩვენს სათქმელს" [video]

2019-06-22 11:23:08

Tbilisi Open Air 2019 დაიწყო. ფესტივალი სამი დღის განმავლობაში, 21, 22, და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. [ვიდეო/video]

Open Air-ის ფარგლებში ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, შემსრულებლებს შორის არიან Franz Ferdinand, Mogwai და Unkle.

წელს Tbilisi Open Air-ის მეათე იუბილეა და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Tbilisi Open Air-ი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.
ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან. Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას - თავისუფლებას" - წერია განცხადებაში.