24 ივნისს ელ.ენერგია შეიზღუდება

2019-06-21 17:10:12

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 ივნისს ელექტროენერგია შეიზღუდება:

07:00-დან 10:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ სართიჭალაში.

11:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცურტავი, ქოლაგირი,  ხიდისყური.

11:00-დან 16:00 საათამდე - დაბა კაზრეთს, სოფლებს ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, მამხუტი და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, ბერთაკარი, სენები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.