„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მან თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე ბოდიშიც მოუხადა.
"მე ვფიქრობ რომ ყველა ვალდებული ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ, ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების აღშფოთებას და მე დღეს ვაცხადებ რომ მზად ვარ დავტოვო დეპუტატის მანდატი".