,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. ოფიციალური განცხადება ბრიფინგზე კახა კალაძემ გააკეთა.
ირაკლი კობახიძის გადადგომა პარლამენტის წინ, გუშინ განვითარებულმამ მოვლენებმა განაპირობა.
პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.
გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.