ექიმი: შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს

2019-06-21 04:52:27

აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები უმეტეს შემთხვევაში სახის არეში აქვთ მოხვედრილი. "ნიუ ჰოსპიტალსში" ამ დრომდე 20-მდე პაციენტი შეიყვანეს.

"ამ ეტაპისთვის კლინიკაში შემოსული არის 20 პაციენტი, რომლებიც აღნიშნავენ, რომ იყვნენ რუსთაველის გამზირიდან და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ძირითადად, პაციენტებში აღინიშნება თვალის დაზიანებები. რამდენიმე პაციენტს თვალის ოპერაცია გაუკეთდება და მერე გვეცოდინება, თუ რა მოცულობის ტრავმაა. შესაძლოა, რამდენიმე შემთხვევა თვალის დაკარგვით დასრულდეს. არის, ასევე ბლაგვი ტრავმები, მოტეხილობები. რამდენიმე ჭრილობიდან ამოღებულია ე.წ. რეზინის ტყვიები. 6 პაციენტი თვალის ტრავმითაა შემოსული, აქედან 3 არის საყურადღებო. ოპერაცია დასჭირდა 3 მათგანს. ოპერაციები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მეოთხე პაციენტის შემთხვევაზე დაკვირვება მიმდინარეობს", - განაცხადა კლინიკის მთავარმა ექიმმა გიორგი კორძახიამ.