აქცია, დაპირისპირება, ცრლემსადენი აირი და რეზინის ტყვიები რუსთაველის ქუჩაზე. [ვიდეო/video]
სამართალდამცავებმა რუსთაველის ქუჩაზე აქციის მონაწილეების დასაშლელად სხვადასხვა მეთოდს მიმართეს.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრლემსადენი აირი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
შსს-ს თანამშრომლებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს, მათი გადაყვანა ავტობუსებით პოლიციის განყოფილებებში მოხერხდა.
პირველადი ინფორმაციით დაშავდა აქციის 100-მდე მონაწილე და 50-მდე პოლიციელი.