პარლამენტის შენობასთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. როგორც "ინფო რუსთავის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს, რომელიც აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობს. ასევე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა აქციის მონაწილეებზე რეზინის ტყვიებით მასიური შეტევა დაიწყეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტყვიებით მრავლობითი დაზიანებები ათობით ადამიანს აქვს მიყენებული. შეტაკებები სპეციალური რაზმის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის არ წყდება. სამართალდამცავებმა რამდენჯერმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზიც.