ჯანდაცვის უწყებას ახალი მინისტრი ჰყავს

2019-06-18 14:05:39

დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის - ჯანდაცვის ახალი მინისტრი პრემიერმა წარადგინა. 

ტიკარაძის წარდგენას დავით სერგეენკოც ესწრება. მას პრემიერ-მა გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში საჭიროა ახალი რეფორმები, რომლის გატარებაც იგეგმება. 

ტიკარაძე საჩხერის კლინიკის დირექტორია, განათლება კი დასავლეთში აქვს მიღებული და 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, თავის დროზე საჩხერის კლინიკის დირექტორი იყო დავით სერგეენკოც, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე იკავებდა. სერგეენკო დღეიდან პრემიერის მრჩეველი იქნება.