პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა

2019-06-16 13:03:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული პ.ა. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პ.ა. გადამოწმების მიზნით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე შეაჩერეს.

პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღო, აღნიშნული პირი კი დააკავა.

გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.