მამამ შვილს შემთხვევით მანქანა დაარტყა

2019-06-15 15:34:28

უბედური შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში.

მამამ 2 წლის შვილს შემთხვევით მანქანით გადაუარა. გავრცელებული ინფორმაციით, მამა მცირეწლოვან შვილს მაშინ დაეჯახა როდესაც ის მანქანის მობრუნებას ცდილობდა.

პატარამ თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც დაიღუპა. ოჯახის მოთხოვნით სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვი კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. თუმცა, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, რადგან შეყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო.