უბედური შემთხვევა

2019-06-15 11:57:38

უბედური შემთხვევა მოხდა ქედის მუნიციპალიტეტში.

სოფელ ზესოფელში 76 წლის გერმანელი ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, უცხოელმა ტურისტმა ვარდნის დროს ქვას თავი დაარტყა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

შშს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძოება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს. 

ფოტო არ ასახავს რეალობას.