15 ივნისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-06-14 18:02:33

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

როგორც ინფო რუსთავს კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ივნისს ელექტროენერგია 10:00-დან 12:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს სართიჭალაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება