ხანძარი სამხედრო ბაზაზე

2019-06-14 11:46:22

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდაჭერის ცენტრის, სამწვრთნელო ბაზა "ნორიო"-ზე გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

როგორც ინფო რუსთავს პოლკოვნიკმა გაფრინდაშვილმა განუცახდა, ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა თუმცა იყო საშიშროება, რომ ცეცხლი კარვებზეც გადასულიყო. გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს. ადგილზე ამ დრომდე რჩება რამდენიმე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.