თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

2019-06-13 18:10:59

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო.

არსებული ინფრომაციით, გარდაცვლილი ბავშვი ზღვაზე თანაკლასელებთან  ერთად იმყოფებოდა, მან წყალში შეცურა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საინფორმაციო სააგენტო მომხდართან დაკავშირებით დეტალებს აზუსტებს.