ზურა ხაჩიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

2019-06-12 19:08:58

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ზურა ხაჩიძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა. მისივე თქმით, დღეიდან შეუდგა უფლებამოსილების განხორციელებას. მხარის რწმუნებულმა ზურა ხაჩიძე თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

მისივე განმარტებით, ის ტურიზმის, კულტურის და საგანმანათლებლო მიმართულებებით იმუშავებს.

2016 წელს ზურა ხაჩიძე „პატრიოტთა ალიანსის" მიერ ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.