ზაურ დარგალი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

2019-06-10 15:06:26

მარნეულის ახალი მერი, ზაურ დარგალი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდა.

ზაურ დარგალი მერიის თანამშრომლების წინაშე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა  შოთა რეხვიაშვილმა წარადგინა. რეხვიაშვილმა ახლადარჩეულ მერს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

დღესვე ახადარჩეული მერი, მერიის სამსახურის უფროსებთან შეხვედრის შემდეგ, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს, ასევე მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შ.პ.ს-ების ხელმძღვანელებს, ასევე სხვადასხვა განყოფილების უფროსებსა და თანამშრომლებს შეხვდა, სადაც  სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და გეგმებზე ისაუბრა.