მკვლელობა აგარაში

2019-06-10 11:14:19

აგარაში კაცმა ცოლის მეგობარი შუახნის მამაკაცი მოკლა, მეუღლე კი დაჭრა.

ჭრილობა ორივეს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მამაკაცმა დანაშაული სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაიდინა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.