10 ივნისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-06-09 15:19:18

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 20:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ტაკალო, ქირაჩ-მუღანლო და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 20:00 საათამდე - სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 20:00 საათამდე - სოფლებში დაშთაფა, წითელსოფელი, შულავერი, ზემო ყულარი, ბუდიონოვკა და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 20:00 საათამდე - სოფლებში შულავერი, გერანზავოდი, მარეთი, იმირი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.