ძლიერმა ქარმა მარნეულში ხე მოგლიჯა

2019-06-09 13:17:29

მარნეულის მუნიციპალიტეტში, რუსთავრელის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა, ხე მოგლიჯა, რომელიც გზის სავალ ნაწილზე დაეცა.

შემთხვევის შედეგად საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იყო შეფერხებული.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შემთხვევის ადგილზე, ასევე ქალაქის მერი ზაურ დარგალი იმყოფებოდა.