სასწრაფოს მანქანა სახლს შეეჯახა

2019-06-09 12:26:20

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, სააკაძის ქუჩაზე. სასწრაფო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი და ორი ექიმი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა უამინდობის გამო მოხდა.

ადგილზე მობილიზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

სასწრაფოს მძღოლი გადაუდებელ ქირურგიაში "ევექსში“ , ხოლო ექიმები მე-8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამდროისთვის ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ორის კი სტაბილურია.