2019-2020 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია

2019-06-08 11:24:25

2019-2020 სასწავლო წლისათვის, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან კი მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.

რაც შეეხება წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას:

ოგორც სამინისტრო განმარტავს, რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
2. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

დოკუმენტაციის წარდგენა  13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი და დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.