საქართველო vs გიბრალტარი [photo]

2019-06-07 21:58:21

დღეს, 7 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში გიბრალტარს უმასპინძლა.

როგორც ყოველთვის, სამწუხაროდ ტრადიციად ქცეული ამბავია, რომ ჩვენი გუნდი დანაკლისით შეხვდა ამ თამაშს. შეკრების დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ტრავმების გამო გუნდს გამოაკლდებოდნენ გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ჯანო ანანიძე. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, ის ვაისის გადაწყვეტილებით არც გამოუძახებიათ. ტრავმირებულების რიცხვს შეემატა გიორგი ქვილითაიაც, რომელმაც შეკრებაზე ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება. ქვილითაიას ეს მეორედ დაემართა, როცა სახსალამათი ჩამოვიდა სანაკრებო შეკრებაზე და ვარჯიშზე დაიტრავმა. სათუო იყო საბა კვერკველიას თამაშიც, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. სავარაუდოდ დანიასთან ითამაშებს.

ამ ფონზე გუნდს დაუბრუნდა ყველასთვის მონატრებული ლევან მჭედლიძე. დებიუტი ჰქონდა რუსთაველ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. სამწუხაროდ 47-ე წუთზე ტრავმის გამო ხვიჩამ მოედანი დატოვა, რომელიც გიორგი პაპუნაშვილმა შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ჩვენი ქალაქის კლუბის ფეხბურთელია, მაგრამ იჯარის წესით მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობს.  

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს სულ ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დიდი ანგარიშით მოუგო. 2014 წელს გასვლაზე 0-3, ხოლო 2015 წელს 4-0.
დღევანდელ შეხვედრა საქართველომ 3-0 მოიგო.

გოლები: 30-ე წუთზე ვაკო გვილია, 59-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილი, 76-ე წუთზე ვატო არველაძე.

10 ივნისს საქართველოს ნაკრები დანიას ესტუმრება.


ავტორი: ბაჩო ოდიკაძე

ფოტო: მიშიკო კანკია