სასტიკი მკვლელობა გარდაბანში [video]

2019-06-07 18:40:34

გარდაბანში ხანდაზმული ცოლ-ქმრის სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. [ვიდეო/video]

მომხდარის ოფიციალური ვერსია ჯერ უცნობია, თუმცა საკუთარი ვერსია აქვთ მეზობლებს და ოჯახის ახლობლებს. ისინი ვარაუდობენ, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ოჯახის ახლობლებმა სახლის კედელზე წარწერა "ედიკ გელოდებით" ნახეს, რომელიც მათი თქმით, მოკლულის შვილის მისამართით იყო გაკეთებული, მეზობლები ამბობენ, რომ მოკლული ცოლ-ქმარის შვილი მოსკოვში ცხოვრობს და ის საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული. 

მეზობლებმა ინფო რუსთავთან განაცხადეს, რომ ოჯახის ახლობლებს ცხედრები არ აჩვენეს რადგან მათივე ინფორმაციით, მოკლული ცოლ-ქმრის გვამები სასტიკად არის დასახიჩრებული. ადგილობრივების თქმით ხანდაზმული კაცი საპირფარეშოშია მოკლული, ქალი კი სააბაზანოში.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.