8 ივნისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-06-07 18:15:27

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 ივნისს ელექტროენერგია 10:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. მარნეულში გუდიაშვილის, ჯავახიშვილის, ქობულეთის, ლაღიძის, გოგებაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ყიზილაჯლოში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.