გარდაბანში ცოლ-ქმარი მოკლეს

2019-06-07 14:35:52

გარდაბანში ცოლ-ქმარი მოკლეს. როგორც შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს მკვლელობა მათ საცხოვრებელ სახლში მოხდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი წამებით არის მოკლული. მეზობლები მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიებას განიხილავენ. მათივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სახე ისე ჰქონდა დაზიანებული, ახლობლებს მათი ამოცნობაც კი გაუჭირდათ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.