მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში

2019-06-07 13:02:22

მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 70 წლამდე მამაკაცი ხოლო მისი მეუღლე მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილის მეზობლების თქმით ოჯახზე სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მოხდა. მამაკაცი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი, ხოლო მისი მეუღლე დაჭრილი ნახეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.