ხანძარი ე.წ. "ჩინელების ბაზრობაზე" [video]

2019-06-07 01:07:25

ლილოში, ჭირნახულის ქუჩაზე, ე.წ. “ჩინელების ბაზრობაზე” გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. "ინფო რუსთავმა" ბაზრობის ტერიტორიაზე შეაღწია [ვიდეო/video]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდირებას 70-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა. შემთხვევის ადგილზე 14 სახანძრო მანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. უწყების ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი. ზარალის ოდენობის შესახებ კი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

არსებული ინფორმაციით ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე სხვადასხვა ტიპის სარეალიზაციო პროდუქციას გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.