შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

ახალი დეტალები ავიაკატასტროფის შესახებ

2019-06-06 12:16:44

ყაზბეგში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი კომპანია "ავიატორ პლიუსის" ეკუთვნოდა, დაღუპული 3 ადამიანიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, მფრინავია, ერთი კი "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი.

არსებული ინფორმაციით, სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილებაში მყოფი ვერტმფრენი 2018 წლის ბოლო მოდელი იყო და 1 წლის განმავლობაში ფრენებს სისტემატიურად ახორციელებდა. სავარაუდოდ, ვერტმფრენი ძაბვის სადენებს წამოედო, რაც ჩამოვარდნის მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, დაახლოებით 1 საათის წინ ყაზბეგში, დაუსახლებელ პუნქტში ვერტმფრენი ჩამოვარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილები ქართველები არიან.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI