გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 06:00-დან 09:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, დიდი ლილო, ნორიო, რადიოსტუდიის და კინოსტუდიის დასახლებებში.
11:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებს ირგანჩაი, ზემო ოროზმანი, გუგუთი, საკირე, მთისძირი და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 13:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისს.
13:00-დან 20:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.