უბედური შემთხვევა მოხდა ავლაბარში. ქალს ავტომობილი შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქალი გზაზე გადადიოდა.
გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მძღოლი ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში იკითხება.