5 ივნისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-06-04 18:27:09

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს აბონენტებს ქ. ბოლნისში სიონის, სანაპიროს, სულხან-საბას და მიმდებარე ქუჩებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტს და მიმდებარე სოფლებს

11:00-დან 12:00 საათამდე - აბონენტებს გარდაბანის რაიონის სოფელ მარტყოფში. 12:30-დან 17:30 საათამდე - სოფლებს კრწანისი, მთისძირი, მარტყოფი, თელეთი.13:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, ვარკეთილის მეურნეობა, კაპანახჩი, თაზაქენდი.

11:00-დან 14:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, მაწევანი, ბორბალო, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 16:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 18:30 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხაჩკოვი, ყაბური, კარაკომი, თეჯისი, საბეჭისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.