მოზარდი მეშვიდე სართულიდან გადავარდა

2019-06-04 11:34:57

თბილისში მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. დაღუპული 123-საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გოგონას საცხოვრებელ სახლში მოხდა. 

გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.