ახალგაზრდა მამაკაცი ცემით მოკლეს

2019-06-04 10:28:03

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში 36 წლის მამაკაცი ცემით მოკლეს.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ, სახლში დაბრუნებისას კი ერთერი მამაკაცი მეორეს ფიზიკურად გაუსწორდა.

ის სავარაუდოდ, ქვით არის ნაცემი და დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის შემდეგ, დაზარალებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.