შსს განცხადებას ავრცელებს

2019-06-02 13:56:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცი​ის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში 3 ივნისს, 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე.

გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება”, – აღნიშნულია განცხადებაში.