რუსთავში კვამლის გამო სახანძრო გამოიძახეს [photo]

2019-06-01 22:34:35

რუსთავში, კოსტავას გამზირზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები გამოიძახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეზობელმა 112-ში დარეკა და განაცხადა რომ მესამე სართულის აივანზე ხანძარი და კვამლი შენიშნა.

აღნიშნულ მისამართზე დროულად მივიდა სახანძრო-სამაშველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

აღმოჩნდა რომ ბინაში მეგობრები იყვნენ შეკრებილები და აივანზე მწვადს წვავდნენ.

შეგახსენებთ რომ მსგავსი გამოძახება რუსთავში რამდენჯერმე დაფიქსირდა.