დავით კირკიტაძე თავისუფალია

2019-05-31 15:40:54

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო. კირკიტაძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა.

"მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია" — განაცხადა კირკიტაძემ.