კირკიტაძე პოლიციელებს ბოდიშს უხდის

2019-05-31 14:29:12

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით კირკიტაძემ ბრალი აღიარა და ბოდიში მოიხადა.

"მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს, რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს ველისციხესთან აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების ბრალდებით დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებდა.

დავით კირკიტაძის პროცესი ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.