მობილურით სარგებლობისთვის 83,003 მძღოლი დააჯარიმდა

2019-05-31 13:14:17

მობილურით სარგებლობისთვის 83,003 მძღოლი დააჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის სტატისტიკას აქვეყნებს. 

2018 წლის მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციამ მობილურით სარგებლობისთვის ჯამში, 83 003 მძღოლი დააჯარიმა. 

სამართალდარღვევების რაოდენობის ყველაზე მეტი წილი თბილისზე მოდის. მობილური კომუნიკაციით სარგებლობისთვის ერთ წელიწადში საპატრულო პოლიციამ დედაქალაქში 23 737 პირი დააჯარიმა. 

მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც გასულ წელს 12 491 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. 

ჯარიმების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზეა ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც მობილურით სარგებლობისთვის 11 719 პირი დაჯარიმდა.