აქცით სარგებლობა 1 ივნისამდეა შესაძლებელი

2019-05-30 14:23:33

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 1 ივნისამდე საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ.

ქართველმა ემიგრანტებმა ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უნდა მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

„ჩვენ შარშან საკონსულოებში გვქონდა აქცია, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის და პირადობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის – ეს არის არა პირადობის ელექტრონული მოწმობა, არამედ პასპორტი, გაიცემოდა 50 დოლარად. ეს არის ამ დოკუმენტის ღირებულების 70-პროცენტიანი ფასდაკლება და ამ აქციით 5000-მა პირმა ისარგებლა"- განაცხადა იუსტიციის მინისტრამ თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია. ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.