ლარი კიდევ გაუფასურდა

2019-05-29 12:07:51

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით კიდევ გაუფასურდა. ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 3 პუნქტით დაეცა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.803 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.792 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.787 ლარია.