28 მაისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-05-27 18:18:33

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის ქუჩაზე, თბილსრესის მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 16:00 საათამდე - ბოლნისში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, ქვედა  ბოლნისი, დარბაზი, რაჭისუბანი და მიმდებარე სოფლებში. ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 12:30 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი, ჩხიკვთა და მიმდებარე სოფლებში.

17:00-დან 20:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, ყულარი.  17:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებში კიზილ-აჯილო, იმირჯალა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.