"სამართლიანობისთვის"

2019-05-27 13:23:27

ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, რომლის სახელწოდებაა „სამართლიანობისთვის". ამის შესახებ ეკა ბესელიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამართლიანობა იყო 2012 წელს მთავარი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი. პარტიის ყრილობა 20 ივნისს გაიმართება.

ყრილობამდე ცნობილია, რომ პარტიის ლიდერები იქნებიან: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე. როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და პოლიტიკოსებთან.