ნაყინის 15 ნიმუში შემოწმნდა

2019-05-26 17:50:40

სურსათის ეროვნული სააგენტო, სეზონურობის გათვალისწინებით, ნაყინის კონტროლს ააქტიურებს.

სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში ლაბორატორიულად გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების ნაყინის 15 ნიმუში, რომელთაგანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა უკვე ჩაატარეს 26 სახელმწიფო კონტროლი. შემოწმდა როგორც ნაყინის საწარმოებში არსებული ვითარება, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებული პროდუქცია.