თბილისში 4 წლის ბავშვი კორპუსიდან ჩამოვარდა

2019-05-25 15:33:50

თბილისში, თემქაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადავარდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებებს გაუფრთხილებლობით გულისხმობს.