3 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა

2019-05-25 14:43:32

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლიდან ბავშვი გადმოვარდა.

3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან ჩამოვარდა, ბეტონის ფილას დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით მცირეწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა, დედა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მაღაზიაში იყო ჩასული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხობს.