გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში უკანგორა, მაშავერა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 17:00 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, დიდი ლილო, ნორიო, კინო და რადიოსტუდიის ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.