22 მაისს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-05-21 17:10:04

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, მამულო, ქვემო კარაბულახი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 16:00 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, ამბაროვკა, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.