დაკავებულია 1 პირი

2019-05-21 15:47:24

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ნასამართლევი პირების სახელზე, ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი საწარმო დაარეგისტრირა, რომელთა საშუალებითაც ახორციელებდა ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი ხდებოდა დღგ-ს უკანონო ჩათვლების მიღება, რომლითაც შემდგომში იფარებოდა ბიუჯეტის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები.

გამოძიების ამ ეტაპისათვის დადგენილია, რომ უკანონოდ ჩათვლილი დღგ-ს ოდენობა 1 200 000 ლარს აღემატება.

დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება სსკ-ს 210-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.