გამოკითხულთა 59% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს

2019-05-21 12:28:26

საქართველოს გამოკითხულთა მოსახლეობის 59% თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა მოსახლეობის 59% თავს დასაქმებულად  არ მიიჩნევს. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული - მთავარია მოაქვს თუ არა თქვენს საქმიანობას შემოსავალი.

თავს დასაქმებულად 41% მიიჩნევს.

59%-დან, ვინც თავს არ თვლის დასაქმებულად, 21% ამბობს, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,927 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.