20 უბნის შედეგები ცნობილია [photo]

2019-05-19 22:26:54

მარნეულის მუნიციპალიტეტში ქალაქის მერს ირჩევენ.

საკუთარი ნება 35 700-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო რაოდენობის 35,8%-ს შეადგენს.

ამდროისთვის დათვლილია 20 საარჩევნო უბანი: #86, #6, #67, #87, #45, #19, #89, #5, #64, #63, #41, #34, #51, #23, #75, #85, #26, #66, #90, #31

აქედან "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა მიიღო 464 ხმა,  "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდადტმა აგილ მუსტაფაევმა 514 ხმა, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაურ დარგალიმ 5329 ხმა.

ამ მონაცემების მიხედვით ზაურ დარგალი პიველივე ტურში იმარჯვებს.